“ბატონო მინისტრო, რატომ არ გადააღებინეთ თინა ბოკუჩავას სელფი, იმ ,,მერსედესთან”…- ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას
ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“ სელფი” – ასე მიმართა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას, რომელსაც დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ თინა ბოკუჩავა და რატომ არ გადააღებინეთ „მერსედესთან“ სელფი, სადაც „ფლეისთეიშენია” განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, დარწმუნებული ვარ ამათაც არ იციან,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 2012 წელს ლევან იზორია ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებიან. ბოკუჩავამ მინისტრს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ანგარიში წარდგენის დღეს პარლამენტის ეზოში გადაღებული არაერთი ძვირადღირებული ავტომობილის ფოტო აჩვენა და ჰკითხა, რა ღირს მისი ავტომობილი და როდის შეიძინა.
გარდა ამისა, ბოკუჩავამ მინისტრს კიდევ ერთი ფოტო წარმოუდგინა, სადაც ლევან იზორიას შემოსავლების მზარდი დინამიკაა ასახული.
„ვისურვებდი რომ ეს იყოს საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკა, მაგრამ ეს არის თქვენი პირადი შემოსავლების მზარდი დინამიკა, მას შემდეგ, რაც თქვენ მოხვედით თანამდებობაზე,“-განაცხადა ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
marshalpress.ge
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...
პაატა მანჯგალაძე: ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, სინამდვილეში. ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება, მართლა გართულდეს და რაზე ავიღო პასუხისმგებლობა. კობახიძემ აიღოს პასუხისმგებლობა
გგონიათ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო არიან მოსული ეს ბავშვები აქ? ჩვენ იმიტომ ვართ, რომ არ გართულდეს, ჩვენ რომ არ ვიყოთ, შეიძლება,...
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...