დავით უსუფაშვილი -ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით

Read Time:46 Second

ივანიშვილი შესაცვლელია, მაგრამ არა სააკაშვილით, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილისხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებით არ შეიცვალოს, საჭიროა ყველამ ერთობლივად იმოქმედოს.

„არის ხალხი, რომელიც თვლის რომ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილს ვერ შევცვლთ. მე ამ ხალხს ვეუბნები, პირველი – თუ სააკაშვილით შეცვლით ივანიშვილს, ამით ქვეყნისთვის კარგს არაფერს შეცვლით და მიიღებთ სხვა ტიპის უბედურებას. მეორე – ივანიშვილის შეცვლა სააკაშვილის გარეშე სხვანაირადაც შეიძლება. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, ყველამ ცოტა ხელი გავანძრიოთ. პოლიტიკოსების საკმაოდ სერიოზულ ნაწილს ვატყობ ერთ რამეს, რომ ჰო, სააკაშვილს ჰყავს კონსოლიდირებული მხარდამჭერების სერიოზული ერთობა. დიახ, სააკაშვილს ჰყავს ყველაზე მეტი პერსონალური ამომრჩეველი. მასზე დაკავშირებული ადამიანები, რომლებსაც მისი სჯერათ და მე ამ ადამიანებს პატივს ვცემ, ვისაც სჯერა სააკაშვილის. ამასთან, ახლა, ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომლებსაც სააკაშვილის არ სჯერათ. იციან, რომ მისგან კარგი არ გამოვა, მაგრამ იქნებ როგორმე გამოვიყენოთ ის და მისი ელექტორატი, რომ მის შორი-ახლოს ყოფნით ეს ხმები იმ გუნდმა მიიღოს, რომელიც მერე სააკაშვილს გაანეიტრალებს და. შ. ეს ჩვენ გავიარეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ბატონო მინისტრო, რატომ არ გადააღებინეთ თინა ბოკუჩავას სელფი, იმ ,,მერსედესთან”…- ირაკლი სესიაშვილი ლევან იზორიას
Next post მატრვიი და ბუენრბვიი საუშლაბებეით დაავწღოით თავი გრპისა და გაიცბეას