„ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ… შთამომავლობით დევნილებად არ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!” – ჟურნალისტის სკანდალური განცხადება

Read Time:39 Second

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს ეხმაურება. მისი აზრით, მთავრობამ მიდგომა უნდა შეცვალოს, რადგან არ შეიძლება შთამომავლობით დევნილებად ეწერებოდნენ.

„ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ ხო ვიცი, არადა ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ეს მწარე სიმართლე, რაც აფხაზეთიდან დევნილები გვყავს, მას მერე სულ მათი პრობლემაა. მისცემენ ბინებს, მერე ყიდიან, მერე შევარდებიან სასტუმროებში ჩამონგრეულ შენობებში, ისევ  ითხოვენ ბინებს, მერე შვილები ეყოლათ, ისინიც დევნილებად იწერებიან და ყველა შვილი ცალ-ცალკე ითხოვს ბინას, მერე შვილიშვილები ეყოლათ, მერე ისინი ითხოვენ ცალ-ცალკე ბინებს და არ დამთავრდა მათი დაკმაყოფილება და არც დამთავრდება, არადა ჩვენ ვართ უკვე დევნილები მათ ფონზე, მართლა ვინც დღემდე უბინაოდაა, ისინი ამ ყაჩაღების ფონზე დაიჩაგრნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს დევნილების თემა და სიები! შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!!”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი
Next post ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებაზე: თუ თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა იყოს, ის ნებსით თუ უნებლიეთ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას