სოზარ სუბარი: სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი

Read Time:1 Minute, 41 Second

სხვათა შორის, სასტუმრო „ქართლთან“ დაკავშირებით, მე ჩავატარე ექსპერტიზა. მანამდე ჩატარებული იყო ექსპერტიზა და არ ჰქონდა მინიჭებული სტატუსი, თუმცა, მე ჩავატარებინე განმეორებითი ექსპერტიზა და დეტალური კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ კორპუსს ეკუთვნოდა ნგრევადი ობიექტის სტატუსი და შესაბამისად სასტუმრო „ქართლიდან“ განსახლება, სწორედ მაშინ დადგა დღის წესრიგში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სასტუმრო ქართლში არის ორი პრობლემა. პირველი ის, რომ მართლა ნგრევადი ობიექტია და მართლა მძიმე ბზარები აქვს და მეორე – ძალიან მცირე ფართები აქვთ დევნილებს. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების უპირობო განსახლება. ვფიქრობ, ეს იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა, მითუმეტეს ეს არის ადგილი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს პრივატიზებისთვის, ვთქვათ იმ ადამიანისთვის, რომელიც მოისურვებს იქ რამის გაკეთებას. დიდი ტერიტორიაა, 4 ჰექტარი ტერიტორიაა და პირველ რიგში დევნილების საკითხი გადაწყდება და მეორე, თვითონ ქალაქისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს ის ტერიტორია, რომელიც იქ არის.
მართლაც არაერთი დაპირება გვაქვს მიცემული ამ ადამიანებისთვის, რომ მათი მდგომარეობა გადაწყდებოდა და ისინი მიიღებდნენ დროულად ბინებს. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე მოგვარდება ეს პრობლემა.
ძალიან კარგად გვესმის ყველას, რომ ეს არის ის ერთ-ერთი მძიმე ობიექტი, რომლის განსახლება და ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება არის ძალიან საჩქარო საქმე.

სოზარ სუბარი ასევე გამოეხმაურა საკითხზე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

„სხვათა შორის, სასტუმრო „ქართლის“ საკითხი დაუკავშირეს ერთ-ერთ ობიექტს, რომელიც დიღომში შენდებოდა და რაღაცნაირად ჩემ სახელთან დააკავშირეს და პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ცილისწამება, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ლიდერი ჩვეულ სტილში იტყუებოდა, ცილს მწამებდა, რისთვისაც მათ აუცილებლად ვაგებინებ პასუხს. ცილისწამებას ასე არ დავტოვებ. მათ მოუწევთ საჯაროდ უარყონ ის თავიანთი განცხადებები.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მედიასაშუალებები ერთმანეთისგან არ განირჩევიან. მათ არაფერი აქვთ სათქმელი გარდა იმისა, რომ ტყუილით, ტყუილით და ტყუილით გააჯერონ ყოველდღე საზოგადოება. ძალიან კარგად იციან, რომ ამ ფეიკ-ნიუსებს აქვთ ერთი დღის სიცოცხლე, მაგრამ მათ ეს უღირთ რადგან, მეორე დღეს ახალ ტყუილს იგონებენ და საბოლოოდ ცდილობენ შექმნან საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა. რაც მათ თქვეს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რის გამოც მათ მოუწევთ პასუხის გაცემა, ვნახოთ რა ფორმით. მითუმეტეს იმ კორპუსს, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი მინისტრობის პერიოდში, დიღომში რაც შენდებოდა, სასტუმრო „ქართლთან“ არანაირი შეხება არ აქვს. ეს კიდევ ამ ტყუილის მეორე დამამძიმებელი ფაქტორი იყო, როცა სცადეს, რომ ადამიანის სიკვდილთან დაეკავშირებინათ ერთი კონკრეტული ფეიკი“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: სააკაშვილის დონის ლიდერის ჩამოსვლამ მის საკუთარ პარტიაში შეიძლება გამოავლინოს განსხვავებული ინტერესები თუ ზრახვები
Next post „ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ… შთამომავლობით დევნილებად არ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!” – ჟურნალისტის სკანდალური განცხადება