ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებაზე: თუ თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა იყოს, ის ნებსით თუ უნებლიეთ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას

Read Time:40 Second

ვინც მიიჩნევს, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი, ნებსით თუ უნებლიეთ, ზიანს აყენებს ოპოზიციასა და ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე ნონა მამულაშვილის განცხადებას, რომლმაც აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.

მისი თქმით, ნონა მამულაშვილი ამ განცხადებით ზიანს აყენებს ოპოზიციას და ქვეყანას.

„მანამ სანამ ქალბატონი ნონა თვლის, რომ თუ მთლიანად ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი არ არის მიხეილ სააკაშვილი, ასეთი შეფასებები უნდა გააკეთოს და თვლის, რომ მთელი ოპოზიციის დღის წესრიგი უნდა იყოს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, ის ნებსით თუ უნებლიეთ ზიანს აყენებს ოპოზიციას და ზიანს აყენებს ქვეყანას“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ნაცმოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით მოხდა ოპოზიციის ლუსტრაცია და ოპოზიციაშიც არიან ისეთები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსულ თამაშს თამაშობენ“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ… შთამომავლობით დევნილებად არ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!” – ჟურნალისტის სკანდალური განცხადება
Next post სოზარ სუბარი: ერთი ფასი აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იქნება თუ არა – დესტრუქციის მეტი არაფერი შეუძლიათ