არჩილ თალაკვაძე: 1 500-ზე მეტი ვიზიტორი და მნახველი ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს და ცრუ ბრალდებაა, როდესაც სახელმწიფოს ეუბნები, რომ მას ვიღაცას უმალავენ
1 500-ზე მეტი ვიზიტორი და მნახველი ჰყავდა მიხეილ სააკაშვილს და ცრუ ბრალდებაა, როდესაც სახელმწიფოს ეუბნები რომ მას ვიღაცას უმალავენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ყოველდღიურად ათობით ადამიანი ნახულობს.
„საყურადღებო საკითხია თავად ჯანმრთელობის თემა, ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ მისი პოლიტიკური პოლიტიკური მიზნები და პოლიტიკური ტაქტიკა ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართებაში.
ჩვენ ვსვამთ კონკრეტულ კითხვებს: თანამშრომლობს თუ არა ეს ადამიანი ექიმებთან?! თუ სახელმწიფო ახერხებს, რომ 10 ათას ადამიანს (ციხეში) მიაწოდოს ყველა ის სამედიცინო მომსახურება, რომ ისინი სასჯელს იხდიან პენიტენციურ სისტემაში და გამოდიან იქიდან ნორმალური ჯანმრთელობის მდგომარეობით, მათ შორის იყვნენ სააკაშვილის თანამებრძოლები, გამოვიდნენ და დღეს პოლიტიკაში არიან.
მეორე საკითხია, ემორჩილება თუ არა ის ექიმების მკურნალობას, იკვებება თუ არა, სვამს წამლებს თუ არა და ასრულებს თუ არა რეკომენდაციებს. სხვა შემთხვევაში, ლოგიკური ახსნა იმას, რომ 10 ათასი ადამიანის ჯანმრთელობას უვლის პენიტენციურის ჯანდაცვა, რა ხდება ისეთი, რომ ამ ერთი პაციენტის მდგომარეობას ვერ უვლის, რა ხდება ასეთი?!
ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ იმ მიზნებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ამ პატიმარსაც ჰქონდეს ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...