არჩილ თალაკვაძე- ქვეყნის წინააღმდეგ როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობაა, ვინც არ უნდა იყოს, ვუპასუხოთ და დავიცვათ საქართველოს რეპუტაცია

Read Time:1 Minute, 24 Second

ადამ კინზინგერის განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს, საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის წერს: „ქართული ოცნება“ აღარც კი მალავს თავის სიყვარულს რუსეთისადმი. ძალიან სამწუხაროა“.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის წინააღმდეგ როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება, მათი უპირველესი მოვალეობაა, ვინც არ უნდა იყოს, უპასუხონ და დაიცვან საქართველოს რეპუტაცია.

„ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლო, საქართველო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდებები და დეზინფორმაცია ვრცელდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა არხითაც არ უნდა იყოს გაჟღერებული, ვუპასუხოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები და საქართველოს რეპუტაცია. სწორედ ამიტომ, ადამ კინზინგერისგან მე მოველი, რომელიც ერთ დროს იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, მანაც გააკეთოს შესაბამისი ანალიზი და გამოეხმაუროს იმ დეზინფორმაციას, ვინაიდან მისი ქვეყნის, აშშ-ის ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებდა და ოფიციალურად დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს, წესებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეადგინა და დააწესა ომის პერიოდში. ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება. ჩვენც ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი საქმიანობა და შედეგები, რომელიც აქვს პოლიტიკაში, როგორც პარტიის ლიდერს, პირდაპირ აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გახლავთ ახალი თაობის პროდასავლური პოლიტიკოსი. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, ეს არის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის არჩევნები, რომელიც საქართველომ ჩაატარა და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას ეხება. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ განცხადებას და ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, საწყენია, როდესაც ერთ დროს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი ასეთი შეფასებებით და ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით ეხმიანება საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ უნდათ პარტიის თავმჯდომარეობა
Next post თეა წულუკიანი: გიორგი ვაშაძე, ეს მართლაც ეკოლოგიურ კატასტროფას გადარჩენილი.