არჩილ თალაკვაძე – საქართველო დღეს უფრო ევროპულია, ვიდრე იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც დაასამარა ყველაფერი ევროპული, სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი მათ თავგამოდებით იცავს

Read Time:45 Second

„ქართული ოცნება“ არის ხელისუფლება, რომელმაც საზოგადოებასთან ერთად, რეალური პროგრესი აჩვენა ევროინტეგრაციის კუთხით, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება და ქვეყნის კონსტიტუციაში ევროპული კურსის ჩაწერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების პატივისცემა, საკუთრების უფლების დაცვა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა.

„ჩვენ დავაბრუნეთ ის ღირებულებები და ის გარემო, როცა მოქალაქეების პროტესტს ითვალისწინებს და უსმენს ხელისუფლება. ეს გვგონია საქართველოში ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვფიქრობთ, დღეს საქართველო არის ბევრად უფრო ევროპული, ვიდრე ათი წლის წინ – იმ ხელისუფლების პირობებში, ვინც საქართველოში დაასამარა ყველაფერი ევროპული და რომელსაც სამწუხაროდ, საზღვარგარეთ ზოგიერთი მეგობარი თავგამოდებით იცავს. ის, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, ვერავინ გადაწერს და ვერავინ  დაარქმევს ადამიანის უფლებების დამრღვევს – დამცველს, მედიაზე ტერორის განმახორციელებელს, თავისუფალ მედიას. ისტორიას ვერ გადაწერენ. რაც შეეხება ევროპარლამენტარების წუხილებს, თითოეულს ძალიან ყურადღებით მოვეკიდებით და მზად ვართ, არგუმენტები გავცვალოთ, თუ რეალურად ამის სურვილი აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა ხოფერია-თუ ვინმეს რაიმე ჯილდოს გადაცემა სურს, ჯერ ეს ადამიანები მოიძიეთ და დააჯილდოეთ…ეეე, ვიღაც ავადმყოფო, ჭკუაზე მოდი და ეროვნულ ტკივილს, ეროვნულ ღირებულებებს ნუ ეთამაშები! გაიგეე!!!… ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!!!
Next post საპატრიარქო: 14 მარტს, საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი – მის მღვდელმთავარს რეაგირებისათვის გაეგზავნა შესაბამისი წერილი