არჩილ თალაკვაძე – რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში

Read Time:1 Minute, 3 Second

არჩილ თალაკვაძე – რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში

რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამოცემა “Morning Consult“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართველები დიდად აფასებენ ადმინისტრაციისა და კონგრესის მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
„ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას. ახლახანს რუსმა პრეს-სპიკერმა რუსეთისთვის არადამახასიათებელი კომენტარი გააკეთა – რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. თუკი მისი განცხადება ლიტონი სიტყვები არაა, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაგვიბრუნოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაიყვანოს თავისი ჯარები ჩვენი რეგიონებიდან, შეწყვიტოს კიბერშეტევები და საქართველოს წინსვლის ჩაგდება საფრთხის ქვეშ. შარშან შემოდგომაზე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად სენატში განიხილება. აქტში გაჟღერებულია მოწოდება საქართველოს სუვერენიტეტის წინაშე მდგარი საფრთხეების შეფასებისკენ, განსაკუთრებით კიბერსფეროში ჩარევის მხრივ, და აშშ- ის მხრიდან ამ საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო აქტიური ზომების მიღებისკენ. 2012 წლიდან მოყოლებული ქართველმა ხალხმა განახორციელა რიგი დემოკრატიული რეფორმები. ქართველები დიდად აფასებენ ადმინისტრაციისა და კონგრესის მხრიდან ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი გზით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. რუსეთის მიერ ჩვენი მიწების მიმდინარე ოკუპაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, რაც განსაკუთრებით აქტუალურია არჩევნების წლებში – 2020 წელს, მაგალითად“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა მეგობარი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერით ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, როგორც ერი – როგორც წარმატებული დემოკრატიის მქონე უსაფრთხო, სტაბილური და სანდო სახელმწიფო
Next post დღეს 03.03.20 გაუთხოვარი გოგონა თმას თუ მოიჭრის და საწოლის ქვეშ შეინახავს, 2 კვირაში გათხოვდება”