ანრი ოხანაშვილი: როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე პროვოკაციებს ამზადებს. ამის გამოხატულება იყო მდინარაძესთან დაკავშირებით მათთან დაახლოებული პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა

Read Time:36 Second

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე პროვოკაციებს ამზადებს. ამის გამოხატულება იყო იგივე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თუ მათთან კავშირში მყოფი პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, არ ვიცი ამით რისი მიღწევა სურთ. ფაქტი ერთია, „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს ტყუილებს, დეზინფორმაციას. როგორც ჩანს, მძიმე პროვოკაციებს ამზადებენ და ამის გამოხატულება იყო იგივე მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თუ მათთან კავშირში მყოფი პირის მძიმე ბინძური შეურაცხყოფა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ, თუ ვინმე გაბედავს და მსგავს რამეს იკადრებს, კანონის სრული დაცვით ყველას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე: საქართველო უკრაინასთან მიმართებაში პირნათელია, სულ 40-მდე სახელმწიფომ შეძლო ჰააგისთვის მიმართვა და მათგან ერთ-ერთი საქართველოა
Next post პაატა მანჯგალაძე: ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა დააბრალეს და ახლა სააკაშვილსაც ასეთ ნიადაგს უმზადებენ