ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა
ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კერესელიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.
პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და კალათბურთის კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი .მოხდა ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი – პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი. ტერიტორიაზე დაირგო ემონიუსის ბუჩქები და ტირიფები.
„ეს არის პროექტი, რომელიც სოფელ ანანურს ტურისტულად უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის, გარდა რეკრეაციული ზონის მოწყობისა პროექტმა გააჩინა სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივებისთვის დამატებით შემოსავალს ნიშნავს“, – განაცხადა დავით ნოზაძემ.
სამუშაოებს შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939028 ლარია.
ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილოწყობის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედანზე აქცია იმართება
რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც პოლიტიკოსებიც...
სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას
ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში...
„ნახეთ, ეს საოცარი კადრები…“ – რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს. ამ დღეს ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ბზობა თორმეტთაგან რიგით პირველი...
რა საჩუქარი დატოვეს ლევან კბილაშვილის საფლავზე-„დიდი მადლობა ამ ძვირფასი საჩუქრისთვის“
მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით მადლობას უხდის იმ ადამიანს, რომელმაც ლევანის საფლავზე საჩუქრად ჯვარი დატოვა. „არ ვიცი...
ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ნანიკო ხაზარძემ სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ დაწერა. „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს,...
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: “მამული, ენა, სარწმუნოება”
ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვარწმუნებს, რომ ეს პროცესები მსოფლიო მასშტაბის უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ცვლილებათა ანარეკლია - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს...