ამირან გამყრელიძე – საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება

Read Time:1 Minute, 16 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულად არის გაუარესებული. მისივე თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა. გამყრელიძემ საკითხზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა დახურულ სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობაზე.

„საშიშროება სერიოზულია, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეპიდსიტუაცია მძიმდება, ჩვენ შევდივართ სერიოზულ ტალღაში. დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკში, ასევე ნოემბრის დასაწყისში გვქონდა. უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, პირველ რიგში, ვატაროთ პირბადე დახურულ სივრცეებში. ასევე შემოდის რეგულაცია პირბადის ღია სივრცეებში ტარებაზე იქ, სადაც ვიკრიბებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას დიდი თავყრილობისგან თავის არიდებაზეც კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიის დამარცხების გზაზე მთავარია ვაქცინაცია. გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა, ამიტომ მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ და აიცრან.

„მთავარია, ყველანი წავიდეთ და ავიცრათ, ქვეყანაში არის საკმარისი ვაქცინა და კიდევ იქნება ვაქცინები, რომ დღეს თავისუფლად აიცრას 15- 20 ათასი ადამიანი. ამ კვირაში უკვე ხელი მოეწერება მინისტრის ბრძანებას და აცრის გაკეთება შესაძლებელი ექნება ყველას კოვიდის გადატანიდან 30 დღეში.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს ორი რამ – წესების დაცვა, თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, კონცერტებზე მისვლისგან და ყველანი ავიცრათ. ყველა მოვდუნდით, საზოგადოება მოეშვა. უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული, რადგან ეპიდვითარების გაუარესება ასე თუ გაგრძელდა, დაავადებათა კონტროლი შევა საბჭოში რეკომენდაციით მეტი გამკაცრების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე წითელ ხაზებს ვკვეთთ. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით სიკვდილიანობი მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებში ინფიცირების მატებაა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლებით დიდი ნახტომი არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება.

„დელტა შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი და ძალიან სწრაფად იზრდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია – დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგი ვარ, ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო
Next post ბადრი ჯაფარიძე: ჩვენი ამოცანაა ამ არჩევნებში „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ