იაგო ხვიჩია – დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგი ვარ, ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო

Read Time:21 Second
„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე დისკუსიის საგანი ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის საკითხია.
 
ხვიჩია აცხადებს, რომ დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო.
 
„ამ შემთხვევაში, დროშის ჩამოხევის გამო ხალხის დასჯის მოწინააღმდეგე ვარ. არ შეიძლება, ნაჭრის დახევის გამო ადამიანები ციხეში ისხდნენ. სიმბოლოების გამო ადამიანების ციხეში ჯდომა არ შეიძლება. ადამიანის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სიმბოლო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხვალ ხელახლა უყრიან
Next post ამირან გამყრელიძე – საქართველოში ინდური შტამით ინფიცირებულია 30-40 პროცენტი, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან სწრაფად იზრდება