ამირან გამყრელიძე – კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება – თუ დავიცავთ წესებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა

Read Time:37 Second

კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდეა.

„სადაც დღეს საკარანტინო ზონები გახლავთ და სივრცეები ქვეყანაში და ასეთი უკვე მრავლადაა და კიდევ მრავალი იქნება, ირგვლივ მყოფ მოსახლეობას უჩნდება გარკვეული პროტესტი, ვთხოვ ყველას, საქართველოს მოსახლეობას, ეს არის სოლიდარობის დიდი გამოხატულება. არ შეიძლება ამის პროტესტი გვქონდეს. იქ კარანტინში ვინც არიან, ჯანმრთელი ადამიანები არიან. როგორ შეიძლება ამის პროტესტი, რომ მე გადამედება? არავის არაფერი გადაედება. ეს ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება. თუ ჩვენ დავიცავთ წესებს და იმ მოთხოვნებს, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 25 შემთხვევა არის დადასტურებული.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართულმა ოცნებამ” მცირე და საშუალო ბიზნესს 1%-მდე შეუმცირა გადასახადები, ხოლო რეინვესტირებულ მოგებაზე 0%-მდე შეამცირა – ირაკლი მეზურნიშვილი გიგა ბედინეიშვილს
Next post ქუთაისში, მარნეულსა და ბათუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტზე 3 პირი გამოავლინეს და კარანტინში გადაიყვანეს