ამირან გამყრელიძე: ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება

Read Time:37 Second

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებით, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის რეგიონების თანაბრად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილი
Next post პირი, რომლის გატაცებაზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, თელავის ერთ-ერთ სოფელში, ბიძასთან იმყოფებოდა