ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34%

Read Time:33 Second

არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის​, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუ კი ეს მას სჭირდება, – ასე უპასუხა „ქრონიკის“ შეკითხვას ამირან გამყრელიძემ, ქვეყანაშ მძიმე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აქტიური ინფიცირების შემთხვევების 33% ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

„დღეს 319 კრიტიკული პაციენტია, რომლების იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე. დაახლოებით 100-მდეა ჟანგბადდამოკიდებული ადამიანი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის პაციენტები. ყველა ეს ადამიანი საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო მეთვალყურეობასა და ყურადღებას. არის გარკვეული დაყოვნებები გადაყვანის​, გარკვეული პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ ძირითადად ყველა ადამიანს ეწევა სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალურიც, თუ კი ეს მას სჭირდება. დღეს ჰოსპიტლებში 6 ათასამდე ადამიანია მოთავსებული, ანუ აქტიური შემთხვევების 33-34% არის ჰოსპიტლებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა
Next post ნათია თურნავა: გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა – საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს