პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა
პოლიტიკურმა პროცესმა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას ხელი არ უნდა შეუშალოს. ამ თემაზე გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება, განსაკუთრებით ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისში ვერ გაჩერდება, ნებისმიერი პოლიტიკური ლოგიკის ხარჯად.
„ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების პირობებში, რასაც ადასტურებს პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა, ერთი, და არ დაგავიწყდეთ უპრეცედენტო რაოდენობა ოპოზიციური ადგილების – მესამედზე თითქმის მეტი. ეს ის შედეგია, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს დემოკრატიული პროცესი იყო სწორი. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მეტი ადამიანი მივიდა ხმის მისაცემად ადასტურებს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ჩვენ დაგვავალეს, ყველას ერთად, ცხრა პარტიას: „ამ პანდემიის კრიზისში, ამ ეკონომიკურ კრიზისში დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა და ერთად მართეთ ქვეყანა, ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ყველას შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის შესრულებაში იყვნენ ჩვენთან ერთად, მაგრამ ეს მათი გადაწყვეტილება და ვიღაც თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დავტოვოთ დაფინანსების გარეშე ჯანდაცვის სისტემა და ის სოციალური დახმარების პაკეტები, რომელსაც დღეს ვამტკიცებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში შევიდა 9 პარტია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...