გიორგი გახარია: ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ პასუხისმგებლობა დააკისრა

Read Time:56 Second

„ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა, როდესაც შესაბამის შეკითხვას უპასუხა.

„ვერ ვადევნებ თვალს. გუშინ წავიკითხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, ყველამ თუ ნაწილობრივ, დაფინანსებაზე განაცხადი შეიტანეს. ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მერწმუნეთ.

სრული პასუხისმგებლობით, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე გეუბნებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა ის პარტია იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოქალაქემ ხმა მისცა და პასუხისმგებლობა დააკისრა.

ასე უნდა იყოს, მაგრამ თუ ვიღაც თავისთვის გადაწყვეტს, რომ ეს პასუხისმგებლობა არ აიღოს, ან სხვა მიზნები ამოძრავებს, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ვინც ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ყველაფერი უნდა დავივიწყოთ: არ შევკრიბოთ პარლამენტი, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი, არ მივხედოთ ეპიდემიას, ეკონომიკურ კრიზისს და ასე შემდეგ.

ჩვენი მოქალაქე არის ამ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი, მან თქვა, რომ გაკისრებთ პასუხისმგებლობას – 1,2,3,5 პარტიას – იმუშავეთ ერთად, რომ დაძლიოთ ეს კრიზისი.

ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, როგორც აქამდე. თუ ვინმეს ამ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია, ეშინია, ან თავისი კომპეტენციის იმედი არ აქვს, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ აბათილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენმა მოქალაქემ დაგვაკისრა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აფთიაქები, სილამაზის სალონები და ბანკები მუშაობას განაგრძობენ
Next post პრემიერი: ქვეყანამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო ბოლო 3 თვის განმავლობაში და შედეგად მივიღეთ ქვეყნის ისტორიაში პირველად პარლამენტში გასული პარტიების უპრეცედენტო რაოდენობა