ალეკო ელისაშვილი: ევროკავშირის დაჩქარებული განაცხადი არის ძალიან კარგი – ახლა ბეწვის ხიდზე გავდივართ და ერთმანეთის „ჭამას“ მოვეშვათ

Read Time:27 Second

ევროკავშირის დაჩქარებული განაცხადი არის ძალიან კარგი. მერე რა, რომ ღარიბაშვილი აწერს ხელს?! ახლა ისაა პრემიერ-მინისტრი. ბეწვის ხიდზე გავდივართ და ერთმანეთის „ჭამას“ მოვეშვათ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„უნდა ვისწავლოთ ერთი რამ – მოვლენებს შევხედოთ მასშტაბურად. არის რაღაცები, რომელზე მაღლაც უნდა დავდგეთ. პარტიულ განცდებზე, პარტიულ დამოკიდებულებაზე, ერთმანეთის სიძულვილზე მაღლა უნდა დავდგეთ – სახელმწიფოებრივ ერად უნდა ვიქცეთ. არის მომენტები, როდესაც უნდა გადავდოთ ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. დავიტოვოთ ჩვენი პარტიული ხედვები, პრინციპები, ერთმანეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არის მომენტები, როდესაც უნდა გავერთიანდეთ, ერთ მუშტად შევიკრათ, მტერს გული გავუხეთქოთ და მოყვარე გავახაროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას
Next post ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა