ავტობუსების სავალ ზოლებზე მძღოლების დასაჯარიმებლად შესაძლოა კამერები დააყენონ

Read Time:1 Minute, 5 Second

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ავტობუსების სავალ ზოლებზე მოძრაობისთვის მძღოლების დასაჯარიმებლად შესაძლოა კამერები დააყენონ, ხოლო ველობილიკებზე წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდოს.

“სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. როდესაც ინფრასტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ უცხოელი ექსპერტების რჩევებს, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შეუფერხებელი, სწრაფი და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები გვაქვს განკუთვნილი, რათა ისინი ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს.

ჩვენ დღეს ვაწყდებით პრობლემებს, იქ, სადაც ავტობუსის სპეციალური ზოლები შეიქმნა, ხშირია შემთხვევები, როცა ამ გზებზე ჩვეულებრივი ავტომობილები გადაადგილდებიან, რაც დარღვევაა და არ არის სწორი. ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

გიორგი გახარიასთან მქონდა საუბარი და მათი მხრიდან არის სრული მზაობა, თანადგომა. თუ საჭიროა აუცილებლად დავაყენოთ კამერები, რადგან ვინც დაარღვევს, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეს. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ზოლები არის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. იგივე დამოკიდებულება მაქვს ველობილიკებთან დაკავშირებითაც. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ სუფთა ტრანსპორტს. ველობილიკები იმიტომ კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა იყოს ფეხით გადაადგილების, ველოსიპედებით სარგებლობის და ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მაქსიმალურად გავითვალისწინებთ იმ ხედვებს და მიდგომებს, რაც კოსტავა-შარტავას მონაკვეთზე გვქონდა.

საკმაოდ კარგი პროექტი გამოვიდა. ჩემი თხოვნა იქნება, აქაც მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ. ჩართეთ ამ საკითხის კონტროლში თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თუ საჭირო იქნება, გავზარდოთ ჯარიმები, მივიღოთ გადაწყვეტილება ამაზე. ქალაქში უნდა იყოს წესრიგი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანამდე სააკაძის მოედანზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩების ახლად რეაბილიტირებულ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები დაიხაზა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტაილანდში მშობლებმა 6 წლის ტყუპი და-ძმა დააქორწინეს
Next post ღორის გრიპი – დაავადების ნიშნები და თავდაცვის გზები