ადგილები, სადაც თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება

Read Time:31 Second

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისობაზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

გარევაჭრობა შესაძლებელი იქნება:

ჩუღურეთის რაიონში, ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორიაზე, ​სამგორში, ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორიაზე, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებულ სივრცეში, ასევე დიდუბეში, სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოზე, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკეში, გეგეშიძის ბაღში.

როგორც კალაძემ თქვა, ზემოთჩამოთვლილ ტერიტორიებზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი პროდუქცია წარადგინოს და გაყიდოს. ვაჭრობა ნებადართული ორი დღის განმავლობაში იქნება, შემდეგ კი ისევ შეიზღუდება

თბილისობა 2018″ 6-7 ოქტომბერს გაიმართება

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ ქვეყნებს შორის საქართველო მე-2 ადგილზეა
Next post იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა