ჰორმუზის სრუტეში ნორმალური გადაადგილება უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან და პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზში თავისუფალი გადაადგილება რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება.
როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთთან ურთიერთობების განვითარებას და ყოველთვის იცავს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსასარგებლო პრინციპებს.
ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დაუყოვნებლივ, ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობის აღდგენისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და კვლავ ერთგული რჩება დავების პოლიტიკური, დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების.

