Daily Archives: აგვ 31, 2020
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა მზად ვარ გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები
,,მე ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნული სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრა ფრანგული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა. ,,მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, დაახლოებით 20-22 წლის წინ ვიყავი თქვენი ასაკის, მინდა გჯეროდეთ თქვენი ქალაქის, მინდა გჯეროდეთ თქვენი წარმატების, იმიტომ რომ მე, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში შევძელი ზუგდიდში მიღებული ცოდნით, ზუგდიდში მიღებული გამოცდილებით მიმეღო სტიპენდია და მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა ეს არ ყოფილა მარტივი, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ გამომივიდა მეორე ჯერზე. დიახ, ზუსტად აქ, ზუგდიდში მიღებული განათლებით, შევძელი მიმეღო განათლება საზღვარგარეთ. ზუსტად იმ ურთიერთობებით რა ურთიერთობებიც მე ზუგდიდმა მასწავლა, იმ გამოცდილებამ, რომელიც მე ზუგდიდში მივიღე, მომცა იმის საშუალება, რომ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტში, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში მომცემთ იმის რწმუნებას, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. მე გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური”.
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადიანების სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო და ამას შემდეგ რამდენიმე წელში გავაკეთებ
,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე...
განათლება
გიორგი გახარია-იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!
,,გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს...
საზოგადოება
ლევან რატიანი შატილის გზაზე ავარიაში დაშავებულებზე: ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის...
საზოგადოება
სუს-ი – თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია
თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.სუს-ი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი...
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს მაღალი სანდოობა აქვს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან
სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები არსებობდეს და მტკიცებულების სტანდარტი მაღალი იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „რუსთავი...
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება
მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი. „მთლიანად ქვეყანაში...
განათლება
ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. ამის შესახებ სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, წელს 6 550-მა...
განათლება
მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი...
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება
პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული. მათ შორის, ჩატარდა...
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს
ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა....
საზოგადოება
პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა
პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე შესული განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს...