რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს მაღალი სანდოობა აქვს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან
სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები არსებობდეს და მტკიცებულების სტანდარტი მაღალი იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება.
„რაღაც ნაწილს კი სჭირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, რადგან ეს არის ფუნდამენტური უფლება. აქედან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი პარტნიორის – აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს აქვს მაღალი სანდოობა არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვხედავდით „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორი აგრესიული და სიძულვილის ენით განმსჭვალული საარჩევნო კამპანია ჰქონდა. ეს არის მათი ორგანული ნაწილი და სხვაგვარად არ შეუძლიათ. რაც შეეხება რეაგირებას, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს, თუკი სადმე იყო შეხლა-შემოხლა (თუმცა ეს იყო მინიმალური შემთხვევები), სამართალდამცავებს ყოველთვის ჰქონდათ პროპორციული და სამართლიანი რეაგირება. დღეს ის ,,ნაცმოძრაობა” გვესაუბრება, რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე სპეცრაზმი გამოიყვანა ხმების გასაყალბებლად. მათ მიმართ მოსახლეობის პროტესტი იმდენად დიდი იყო და უკვე იმდენად ხელმოცარულები იყვნენ, რომ ფარულობის დარღვევის, ძალადობის და დაშინების მიუხედავად, ვერ შეძლეს ზეგავლენის მოხდება საარჩევნო პროცესზე და სწორედ ამიტომ გამოიყვანეს სპეცრაზმი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...