ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა მზად ვარ გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა  დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები

Read Time:54 Second

 

,,მე ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნული სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრა ფრანგული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა.

 

,,მე  ზუგდიდში  დავიბადე და გავიზარდე, დაახლოებით 20-22 წლის წინ ვიყავი თქვენი ასაკის, მინდა გჯეროდეთ თქვენი ქალაქის, მინდა გჯეროდეთ თქვენი წარმატების, იმიტომ რომ მე, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში შევძელი ზუგდიდში მიღებული ცოდნით, ზუგდიდში მიღებული გამოცდილებით მიმეღო სტიპენდია  და მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა  თქმა უნდა  ეს არ ყოფილა მარტივი, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ გამომივიდა მეორე ჯერზე.  დიახ, ზუსტად აქ, ზუგდიდში მიღებული განათლებით, შევძელი მიმეღო განათლება საზღვარგარეთ. ზუსტად იმ ურთიერთობებით რა ურთიერთობებიც მე ზუგდიდმა მასწავლა, იმ გამოცდილებამ, რომელიც  მე ზუგდიდში მივიღე, მომცა  იმის საშუალება, რომ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი  სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტში, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში მომცემთ იმის  რწმუნებას, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა  დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები,  საქართველოს პარლამენტში, საქართველოს  მეათე მოწვევის პარლამენტში.  მე გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ  ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი  მსახური”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადიანების სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო და ამას შემდეგ რამდენიმე წელში გავაკეთებ
Next post ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილის ნატურაა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, 8 წლის თავზე გაახსენდა მას ის მძიმე დანაშაულებები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ნაციონალურმა მოძრაობამ