ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება

Read Time:1 Minute, 7 Second
მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი.
 
„მთლიანად ქვეყანაში ტესტირებულია 376 ათასამდე ადამიანი და დღეში ჩვენ 4800-მდე PCR ტესტირებას ვაკეთებთ. ქვეყანაში ინფექციის თვალსაზრისით, რამდენიმე საყურადღებო წერტილი კვლავ რჩება. ეს არის მესტია, სადაც სიტუაცია უკვე დამშვიდდა, დიდი ალბათობით ოთხშაბათიდან სრულდება კარანტინში მყოფ მოქალაქეთა მე-12 დღეს გამოკვლევა. 85-90%-მა დატოვა საკარანტინო სივრცეები და სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც დღეს, ხვალ და ზეგ გაიტესტება. ვფიქრობ, რომ ორ სექტემბერს მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
მისივე თქმით, შავიზღვისპირეთში სულ 1135 მოქალაქეს ჩაუტარდა ტესტი, რომელთაგან მხოლოდ ერთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი.
 
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ადამიანსაც ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.
 
სვანეთის რეგიონი 10 აგვისტოს, მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც სოფელ ლენჯერში 17 კოვიდინფიცირებული პირი გამოვლინდა. 21 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები, დაბა მესტიის და სოფელ ლენჯერის გარდა, ნაწილობრივ მოიხსნა.
 
დღევანდელ 18 შემთხვევას შორის ყველა წყარო ცნობილია – შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტი, 11 კი იმპორტირებული შემთხვევაა.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილია
Next post რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს მაღალი სანდოობა აქვს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან