ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება

Read Time:53 Second

პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული. მათ შორის, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. ეს რასაკვირველია არ შეაფერხებს ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები მიიღეს, მათი წინასაარჩევნო კამპანია კი არ შეფერხდება.

მისივე თქმით, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პარტიის ოფისის თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოება.

„თანამშრომელთა და შტაბის წევრთა მოსვლა შედარებით შევზღუდეთ საარჩევნო ოფისში. ტესტირება გავიარე მეც და შტაბის სხვა წარმომადგენლებმაც, გუშინწინ და გუშინ მოგვივიდა უარყოფითი პასუხი და ვგეგმავთ რომ სამ დღეში ერთხელ ჩავიტაროთ ტესტირება როგორც ეს გათვალისწინებულია პროტოკოლით. პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაშიც ზუსტად ის ზომები იქნა მიღებული, რაც გათვალისწინებულია პროტოკოლით. ის არის თვითიზოლაციაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მის გარშემო პირთა უსაფრთხოება დაცული. პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც პარტიის ოფისის თანამშრომლების, ისე ჩვენი სტუმრების უსაფრთხოება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძის განმარტებით, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს
Next post მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას