მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას

Read Time:36 Second

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

„ძვირფასო ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას. პანდემიის გამო, წელს გამოცდები უჩვეულო გარემოში ჩატარდა, ამ გამოწვევის მიუხედავად, თქვენ შეძელით საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და თქვენი ცოდნით სასურველ მიზანს მიაღწიეთ. ჩვენ სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა სრულფასოვანი აკადემიური გარემო და გამოცდების მიმდინარეობისას დაცული ყოფილიყო თითოეული მონაწილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ჩვენ მომავალშიც არ დავიშურებთ ძალისხმევას, თქვენი ხელშეწყობისთვის, რადგან განათლებული ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია. კიდევ ერთხელ გილოცავთ, წარმატებას, წინსვლას, ჯანმრთელობასა და დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“,- აღნიშნულია მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. საარჩევნო კამპანიაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება
Next post ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილია