ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა მზად ვარ გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა  დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები

  ,,მე ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი მსახური საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნული სიტყვებით მიმართა ახალგაზრდებს, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა. შეხვედრა ფრანგული პარკის ტერიტორიაზე გაიმართა.   ,,მე  ზუგდიდში  დავიბადე და გავიზარდე, დაახლოებით 20-22 წლის წინ ვიყავი თქვენი ასაკის, მინდა გჯეროდეთ თქვენი ქალაქის, მინდა გჯეროდეთ თქვენი წარმატების, იმიტომ რომ მე, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში შევძელი ზუგდიდში მიღებული ცოდნით, ზუგდიდში მიღებული გამოცდილებით მიმეღო სტიპენდია  და მესწავლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა  თქმა უნდა  ეს არ ყოფილა მარტივი, პირველ ჯერზე არ გამომივიდა, მაგრამ გამომივიდა მეორე ჯერზე.  დიახ, ზუსტად აქ, ზუგდიდში მიღებული განათლებით, შევძელი მიმეღო განათლება საზღვარგარეთ. ზუსტად იმ ურთიერთობებით რა ურთიერთობებიც მე ზუგდიდმა მასწავლა, იმ გამოცდილებამ, რომელიც  მე ზუგდიდში მივიღე, მომცა  იმის საშუალება, რომ ვყოფილიყავი ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი  სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტში, ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მე ამ ქალაქს ვაპირებ დავუკავშირო ჩემი მოღვაწეობა და დიდი იმედი მაქვს რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში მომცემთ იმის  რწმუნებას, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს, გემსახუროთ თქვენ და ხმამაღლა, ძალიან ხმამაღლა  დავიცვა ჩვენი ქალაქის ინტერესები,  საქართველოს პარლამენტში, საქართველოს  მეათე მოწვევის პარლამენტში.  მე გპირდებით კიდევ ერთხელ, რომ  ვიქნები ზუგდიდელების კეთილსინდისიერი  მსახური”.

ირაკლი ჩიქოვანი: ვიბრძოლებ იმისთვის, რომ დადიანების სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გავხადო და ამას შემდეგ რამდენიმე წელში გავაკეთებ

  ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ახალგაზრდებს შეხვდა და მათ საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო. ახალგაზრდებთან საუბრისას, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე...

გიორგი გახარია-იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!

,,გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა! მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო...

ლევან რატიანი შატილის გზაზე ავარიაში დაშავებულებზე: ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...

სუს-ი – თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია

თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია, – ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კუთვნილი ავტომობილების მეშვეობით, გარდაცვლილი...

რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს მაღალი სანდოობა აქვს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან

სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები არსებობდეს და მტკიცებულების სტანდარტი მაღალი იყოს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „რუსთავი 2“-ის...