მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა

Read Time:27 Second

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა – 7 ც
  • შაქარი – 150 გ
კარამელის სოუსისთვის
  • შაქარი – 140 გ
  • წყალი – 40 მლ
მომზადების წესები

კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა, სანამ მყარ მასას არ მიიღებთ. მიღებული ბეზე მოათავსეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.

კარამელის მოსამზადებლად ქვაბში მოათავსეთ შაქარი და სილიკონის კოვზით მოურიეთ, სანამ არ გადნება. ყავისფერს რომ მიიღებს, დაუმატეთ წყალი და გააგრძელეთ მორევა 5 წუთით.

გამოსაცხობ ფორმაში (18 სმ) ჩაასხით კარამელი და გადაანაწილეთ კედლებზე. შემდეგ ბეზე გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

და აი, ორინგრედიენტიანი დესერტიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 95 წლის თინათინ გრიგალაშვილ-ფერძე ქალაქ რუსთავიდან
Next post გიორგი ზურაბაშვილი და გიორგი შარვაშიძე ირლანდიის საელჩოს ორგანიზებით, ირლანდიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ