ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისთბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დიდი მოცეკვავის, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფისა და საქართველოს სახალხო არტისტის, ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის მერი კახა კალაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეა წულუკიანმა ფრიდონ სულაბერიძეს იუბილე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საზეიმო ღონისძიებაში მონაწილე ყველა შემსრულებელს.

„იმედია, მომავალშიც გვეყოლება ფრიდონ სულაბერიძის მსგავსი მოცეკვავეები, ვინაიდან იზრდება ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ, რომ ღვაწლმოსილი ადამიანებისადმი პატივის მიგება მოხდეს მათ სიცოცხლეშივე და შევძლოთ იმის თქმა, რომ მადლიერები ვართ იმ დიდი საქმისთვის, რაც მათ ქართული კულტურისთვის გასწიეს“, – აღნიშნა კულტურის მინისტრმა.

ლეგენდარულ მოცეკვავეს საიუბილეო თარიღი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად, ქორეოგრაფიული ნომრებით მიულოცეს ანსამბლებმა „სუხიშვილები“ და „ერისიონი“. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ ანსამბლები „ბასიანი“ და „ქართული ხმები“, დათო ევგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, იანო ალიბეგაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი და ხელოვნების აკადემია „მართვეს“ აღსაზრდელები. საღამოზე ნაჩვენები იყო ფრიდონ სულაბერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფილმი.

ფრიდონ სულაბერიძემ ქორეოგრაფიული მოღვაწეობა 1960 წლიდან დაიწყო და ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „სუხიშვილების“ წამყვანი სოლისტი გახდა, ხოლო 1975 წლიდან დღემდე იგი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფია. ფრიდონ სულაბერიძის ქორეოგრაფიული რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია მის მიერ შესრულებული სოლო პარტიები ცეკვებში: „ქართული“ (რომლის მაღალპროფესიულად შესრულების გამოც მას ქართული ცეკვის რაინდს და ქართული ცეკვის მოცარტსაც კი უწოდებენ), „აჭარული“, „მოხეური“, „ძველი თბილისის სურათები“ და სხვა. მოღვაწეობის მანძილზე, ფრიდონ სულაბერიძე საკონცერტო გასტროლებით 60-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და ქართულ კულტურულ სიმდიდრეს, ქართულ ნაციონალურ ცეკვებს უცხოელ მაყურებელს აცნობდა. ქორეოგრაფის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან 2011 წელს გაიხსნა.

ფრიდონ სულაბერიძის საიუბილეო საღამოს რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი იყო, ღონისძიების წამყვანები კი მანიკა ასათიანი და ნიკოლოზ წულუკიძე. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერი იყო თბილისის მერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება.სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.29 მაისს, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.თუმცა მანამდე, 28 მაისს, ამინდი დროებით გამოიდარებს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი და თბილი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა 30 გრადუსსაც გადააჭარბოს.სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდეგ განვითარდება ამინდის მკვეთრი ცვლილება — 29 მაისს ძლიერი ნალექისა და ქარის ფონზე ტემპერატურა დაახლოებით 15-16 გრადუსამდე დაეცემა, რაც თითქმის 15-გრადუსიან ვარდნას ნიშნავს.არამდგრადი ამინდი მაისის ბოლომდე შენარჩუნდება. 30-31 მაისსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კვლავ მოსალოდნელია წვიმა და ქარი.

შიო მესამე – უნდა გვახსოვდეს, რომ ლოცვის გარეშე არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ დედამიწაზე, არაფერი შეედრება...

გილოცავთ ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღეს. ყოველთვის დიდ მადლს ვგრძნობ მის წმინდა საფლავთან მოსვლით და აქ ლოცვით. ვევედრებით საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ამ წმინდა მონასტრისთვის, საქართველოში ბერ-მონაზვნობის აღორძინებისთვის და გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.„საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე, როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფე, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. როგორ, რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი? ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლს. მამა დავითი იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან.ყველა ადამიანს, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების. რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა, ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს.სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო დღევანდელ წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალი იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი, თითქოს უფალმა ყველაფერი ასწავლა მოციქულებს. ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას ამ ცნებით ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. უფალი აძლევს ამ შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო, უბრალო გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე. დაახლოებით ისეთი, როგორც შვილები სთხოვენ მშობლებს რაღაცას, ჩვენი ლოცვაც ასეთი უბრალოდ უნდა იყოს, გულის უბრალოებით. ამაზეც ამბობს უფალი, რომ თუ არ იქნებით როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. დასძენს, რომ თუ არ დამდაბლდებით, როგორც ეს ყრმა და ვინ დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში. წარმოიდგინეთ, უფალი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს, თითქოს ამბობს, რომ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი. გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება, გვეგონოს არასწორად, რომ უკვე ზრდასრულები ვართ და ღვთის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა, უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა, ისე ვევედროთ მამას, მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მისგან ვთხოვთ.ამიტომ, როდესაც ჩვენ სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არცერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას, რომ ლოცვის დროს განქარვდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, მაინც ყველაზე მდიდარია, თუ ლოცვა იცის და ვინც არ მიმართავს უფალს, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბია.ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ და გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს – მამას უყვარხართ თქვენ, მამაჩემს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ. უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესმიერი, გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, – განაცხადა პატრიარქმა.

გია ვოლსკი – პოლიციის მუნდირი მოითხოვს, გადაცდომის მიმართ დაუნდობელი ვიყოთ, დაუნდობლობა არ უნდა გადავიდეს კანონის დარღვევაში

სისტემური დანაშაული არ არის. სისტემური დანაშაულია, როცა ხელისუფლება ტრიბუნასთან გამოვა და იტყვის, არავითარი მოწყალება და ტყვიის დაზოგვა არ იქნება, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდებაო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ასეთი პერიოდი გვახსოვს, რაც სამწუხაროა.„ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოების მაგალითებიც ვიცით, სადაც პოლიცია აქციის დაშლისას მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდა და სამართალდამცველებმა ხისტი ძალა გამოიყენეს, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა. თუმცა, ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ.რაც მოხდა, სამწუხაროა, მაგრამ ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ, რადგან თავად პოლიციის მუნდირი მოითხოვს იმას, რომ დაუნდობელი ვიყოთ გადაცდომის მიმართ. ეს დაუნდობლობა არ უნდა გადავიდეს კანონის ასეთ დარღვევაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.

აშშ-ის საელჩო მცდარს უწოდებს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა

უკრაინაში აშშ-ის საელჩო უარყოფს კაია კალასის განცხადებას, რომ აშშ-ის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უკრაინა დატოვა.როგორც საელჩოში აცხადებენ, კიევში აშშ-ის საელჩო ღიაა.„ჩვენს მუშაობაში ცვლილებები არ არის და გავრცელებული სხვა ინფორმაცია მცდარია. სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ამერიკელების უსაფრთხოება პირველხარისხოვანია და ის რეგულარულად ამოწმებს კიევის საელჩოს უსაფრთხოების მდგომარეობას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს გზავნილს, რომ ამერიკელებმა არ უნდა იმოგზაურონ რაიმე მიზეზით უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩომ უკრაინა დატოვა. 

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ

ჩვენ რუს პარტნიორებთან მშვიდად ვიმუშავებთ და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, „ტრამპის გზის“ მარშრუტსა და აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასა და რატიფიკაციას პირდაპირი კავშირი არ აქვს.რუსეთზე საუბრისას ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთთან პრობლემებს მოაგვარებს.„ჩვენ რუს პარტნიორებთან ვიმუშავებთ მშვიდად, ნევროზულობის გარეშე და ყველა პრობლემას გადავწყვეტთ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები