გიორგი ზურაბაშვილი და გიორგი შარვაშიძე ირლანდიის საელჩოს ორგანიზებით, ირლანდიაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ

Read Time:34 Second

2020 წლის 5 თებერვალს, საქართველოს საელჩოში ჩატარდა შეხვედრა საქართველოს ახალგზარდა ელჩის და საქართველოს საელჩოს ირლანდიაში ორგანიზებით.

შეხვედრაზე იყო მოწვეული ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე. მან გააცნო ირლანდიაში მყოფ ქართველ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის მიღწევები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში.

ამასთან ერთად საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა გაგვაცნო ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები, სადაც წამყვანი ადგილი უჭირავს ახალგზარდობის ჩართულობას და მხარდჭერის საკითხს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ღონისძიების თანაორგანიზებისათვის, ბატონ გიორგი შარვაშიძეს დროის დათმობისთვის და ჩვენთან შეხვედრისთვის და რათქმაუნდა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ირლანდიაში მყოფ ჩვენს ახალგზარდებს რომლებმაც გამოთქვეს შეხვედრაზე მოსვლის სურვილი.

გპირდებით წინ კიდევ ბევრი და საინტერესო ღონისძიება გველის, რაც მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების ჩართულობას მსგავს აქტივობებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მხოლოდ 2 ინგრედიენტი და უბრალო კვერცხის ცილა კულინარიულ შედევრად გადაიქცევა
Next post ირაკლი კობახიძე- ჩვენ გვჭირდება პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე ან მივიღებთ დადებით პასუხს ან დარჩება ის სისტემა, რომელიც ოდირის ამავე დასკვნის თანახმად, არის ასევე სამართლიანი