ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინდა

Read Time:25 Second

ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაადასტურეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ტექნიკური ხელმძღვანელის, მარია ვან კერჰოვის განცხადებით, ძაღლს ინფექციის სუსტი ნიშნები დაუდგინეს.

ჰონგ კონგელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობი რჩება, ძაღლი ინფიცირებულია თუ ვირუსის ნიშნები დაბინძურებულ ნივთებთან შეხების გამო გამოუვლინდა.

„უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, ძაღლი 60 წლის ქალისაა, რომელიც 12 თებერვალს დაინფიცირდა.

შემთხვევის შემდეგ ჰონგ კონგის მთავრობამ გასცა განკარგულება, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ადამიანების შინაური ცხოველები დროებით თავშესაფრებში გადაიყვანონ, სადაც მათ კარანტინში მოათავსებენ და ვეტერინარები დააკვირდებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ისრაელში ექიმებმა ავადმყოფის ორგანიზმიდან ფილტვი ამოიღეს, ავთვისებიანი სიმსივნისგან გაწმინდეს და ადგილზე დააბრუნეს
Next post დღეს, 29 თებერვალს ქალს შეუძლია მამაკაცს ხელი სთხოვოს, კაცს კი ამაზე უარის თქმის უფლება არ აქვს