წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ

Read Time:26 Second

როგორც, რესან კონცელიძემ აღნიშნა, ე.წ. დევნილების დასახლებაში, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო. მოწესრიგდა კანალიზაცია და სასმელი წყლის სისტემა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თამარის დასახლებაში სხვა უბნების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. აშენდება მრავალპროფილური საზოგადოებრივი ცენტრი, რაც ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს დაეუფლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.

დევნილებთან გამართულ შეხვედრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი  დავით ფაცაცია, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და  „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს
Next post თენგიზ გორდეზიანი- ისეთი რუკა უნდა გამოიყენონ, რომელიც სადავოს არ ხდის ობიექტს და მით უმეტეს საზღვრის ხაზს