წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება

Read Time:27 Second

წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თბილისობის ღონისძიებები არ გაიმართება.

„გადაწყვეტილება მივიღეთ თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისობა იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შესაბამისად თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც მხოლოდ ლაივრეჟიმში გადაიცემა და საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იხილოს კონცერტები, რომელსაც წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვალიდან იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აიკრძალება
Next post ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესი რისკის ქვეშ არ დადგეს