შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში შესვლით გადაწყდება „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დარჩება რადიკალურ პარტიად, თუ დაიტოვებს შანსს, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა

Read Time:41 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ დისკუსია უკვე მოსაბეზრებელია. ამ პარტიის მომხრეებსაც უკვე მობეზრდათ მათი პოზა, შესვლა არ შესვლის და ყოფნა არ ყოფნის საკითხის დაყენების, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა უკვე დიდად მნიშვნელოვანი არ არის. პარლამენტი შემდგარია და საკონსტიტუციო უმრავლესობაცაა საკანონმდებლო ორგანოში. მათი შემოსვლით ის საკითხი წყდება, საბოლოოდ დარჩებიან რადიკალურ პარტიად, თუ რაღაც შანსს დაიტოვებენ, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შემოსვლისგან იმიტომ იკავებენ თავს, რომ ეს იქნება აღიარება მათი დესტრუქციული პოლიტიკის მარცხისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში არაა მთავარი პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შესვლა არ შესვლის საკითხი, არამედ, მთავარია ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. „მათი მანდატები გაუქმებული არაა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოაღონ პარლამენტის კარი. შემოსვლა არის ნაბიჯი 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და დასასრული დეპოლარიზაციის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ლატარია გახარიაზე: რომელი ერთი თანამდებობა არ ეკავა ბატონ გახარიას? ვინ უშლიდა მერე ხელს, რომ შეეცვალა, ახლა რომ აპირებს ცვლილებებს?
Next post შალვა პაპუაშვილი: თუ არ სურს ნიკა მელიას დეპოლარიზაცია, თუ არ უნდა ამნისტია, დაე, ნუ შეეხება