შალვა პაპუაშვილი: თუ არ სურს ნიკა მელიას დეპოლარიზაცია, თუ არ უნდა ამნისტია, დაე, ნუ შეეხება

Read Time:1 Minute, 0 Second

თუ არ სურს ნიკა მელიას დეპოლარიზაცია, თუ არ უნდა ამნისტია, დაე, ნუ შეეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებს შორის ურთიერთობა იმდენად იყო გაწყვეტილი, რომ საჭირო გახდა სპეციალური შეთანხმების მიღება.

„უნდა დავფიქრდეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ამნისტია და რატომ იყო საერთოდ საჭირო 19 აპრილის შეთანხმება, რომლის ნაწილიც არის ამნისტიის კანონის მიღება. 19 აპრილის შეთანხმების იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ატმოსფერო იმდენად პოლარიზებული იყო, პარტიებს შორის ურთიერთობა იმდენად იყო გაწყვეტილი, რომ საჭირო გახდა სპეციალური შეთანხმების მიღება, რომლითაც პარტიები დეპოლარიზაციის გზას დასახავდნენ. ეს არის 19 აპრილის შეთანხმებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ეს არის დეპოლარიზაციისა და თანმაშრომლობის გზა. სწორედ ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტია ამნისტია, ვინაიდან 20 ივნისი შეფასდა მოვლენად, რომელზეც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა შეფასება აქვს. როგორც აღმოჩნდა ეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, ვინაიდან სხვადასხვა შეფასებაა და ამაზე მსჯელობა ყოველთვის იწვევს პოლარიზაციას. ამიტომაც იყო ჩვენი მედიატორის შემოთავაზება, რომ ეს ფურცელი დაგადგვეშალა და დეპოლარიზაციის გზას დავდგომოდით. ვინაიდან განსაკუთრებით საუბარია ნიკა მელიაზე, რომ ის არ იღებს ამ ამნისტიას და თუკი წინააღმდეგია, მაშინ ამნისტია არც უნდა შეეხოს. ის წინააღმდეგია როგორც ამნისტიის აქტის, ამავდროულად წინააღმდეგია შესაბამისად დეპოლარიზაციის, ვინაიდან ეს აქტი არის დეპოლარიზაციის წინაპირობა. თუ არ სურს ნიკა მელიას დეპოლარიზაცია, თუ არ სურს ამნისტია, დაე, ნუ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში შესვლით გადაწყდება „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დარჩება რადიკალურ პარტიად, თუ დაიტოვებს შანსს, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა
Next post ლევან დოლიძე – ეროვნული ინტერესები მოითხოვს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, სადაც ოპონენტები მეტი სიმშვიდითა და საქმის კეთებით შეეჯიბრებიან, თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად მოქალაქეების პრობლემებს