შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში შესვლით გადაწყდება „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ დარჩება რადიკალურ პარტიად, თუ დაიტოვებს შანსს, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღოს მონაწილეობა
„ნაციონალური მოძრაობის“ დისკუსია უკვე მოსაბეზრებელია. ამ პარტიის მომხრეებსაც უკვე მობეზრდათ მათი პოზა, შესვლა არ შესვლის და ყოფნა არ ყოფნის საკითხის დაყენების, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა უკვე დიდად მნიშვნელოვანი არ არის. პარლამენტი შემდგარია და საკონსტიტუციო უმრავლესობაცაა საკანონმდებლო ორგანოში. მათი შემოსვლით ის საკითხი წყდება, საბოლოოდ დარჩებიან რადიკალურ პარტიად, თუ რაღაც შანსს დაიტოვებენ, რომ დემოკრატიულ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. აქაც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შემოსვლისგან იმიტომ იკავებენ თავს, რომ ეს იქნება აღიარება მათი დესტრუქციული პოლიტიკის მარცხისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში არაა მთავარი პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შესვლა არ შესვლის საკითხი, არამედ, მთავარია ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. „მათი მანდატები გაუქმებული არაა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ შემოაღონ პარლამენტის კარი. შემოსვლა არის ნაბიჯი 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა და დასასრული დეპოლარიზაციის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...