ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე კაცი მოკლეს

Read Time:18 Second

ქუთაისში გამთენიისას მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შუახნის კაცი გარდაიცვალა. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა საფიჩხიის სასაფლაოზე მოხდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ არც ხმაური და არც გასროლის ხმა გაუგია, დილით კი შემთხვევის ადგილზე პოლიცია დაინახეს. მათთვის მომხდარის დეტალები უცნობია.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გთხოვ, არ დაიჯერო დედა- შვილის წერილი ემიგრანტ დედას
Next post ქართველი ემიგრანტის შვილმა თავი მოიკლა – მე-12 კლასელი გოგონა- სკოლის დირექტორის განცხადება