ქუთაისში მომხდარ მკვლელობას წინ პოლიტიკურ თემაზე დაწყებული კამათი უძღვოდა

Read Time:54 Second

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ტელეკომპანია “მეგა”ტვ -ის  სიუჟეტში დაღუპული მამაკაცის დედა აცხადებს, მისი შვილი მეზობლებს შორის პოლიტიკურ თემაზე დაწყებულ კამათს შეეწირა.

“სააკაშვილის და ივანიშვილის გამო იჩხუბეს, იმას იარაღი ქონია და მომიკლა შვილი”, – აცხადებს გადრაცლილი გოგიტა სოფრომაძის დედა.

ადგილობრივებიც ადასტურებენ, რომ კამათი პოლიტიკურ საკითხზე დაიწყო. მათივე თქმით,  ერთი მხარს “ქართულ ოცნებას” უჭერდა, მეორე “ნაციონალურ მოძრაობას”. “გარჩევა” კი საბოლოოდ საფიჩხიის სასაფლაოზე მკვლელობით დასრულდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდო მკვლელი, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როგორც გაირკვია, გარდაცვლილი “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერდა მხარს.

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი მათი პარტიის წევრი არ ყოფილა”მეც თქვენსავით დავინტერესედი ამ ფაქტით და მოვიკითხე, გარდაცვლილი ჩვენი პარტიის არც წევრი იყო და არც კოორდინატორი, სავარაუდოდ, ის თანაუგრძნობდა ჩვენს პარტიის პოზიციას, რაც კრიმინალური მენტალიტეტის ხალხის მიუღებელია”, -განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიგა შუშანია.

მომხდარ ფაქტთთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 108-ე მკვლელობის მუხლითაა აღძრული. ეჭვმიტანილის სტატუსით  ამ დრომდე დაკავებული არავინაა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე,  კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

გარდაცვლილი 44 წლის გოგიტა სოფრომაძეს მეუღლე და 5 წლის შვილი დარჩა.

 

 

წყარო: newpress.ge

 

 

 

 

 

 

 

 

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს” – კობახიძე ოპოზიციას
Next post ფატიმა წოტოიძე – ქალი, რომელსაც „შატილის ასულო“ მიეძღვნა