“კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს” – კობახიძე ოპოზიციას

Read Time:1 Minute, 18 Second

დღეს, 1 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და ოპოზიციის წევრებს, აკაკი ბობოხიძესა და სერგი კაპანაძეს შორის, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. საქმე ეხებოდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუს რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 30 სექტემბერს გავიდა.

“2012 წელს გაგაჩუმეთ და ვერ მიხვდით მაგას. 2012 წლამდე იყო ერთი ღირებულებები და ახლა სხვა ღირებულებებია. თუ იქ[ნაციონალური მოძრაობის დროს] იყო ადამიანის უფლებების შელახვა, ჩვენ ვახერხებთ..  და ოქუაშვილის შემთხვევა, არის საუკეთესო მაგალითი, სადაც მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. გაქვთ საკუთარი პარტიული ტელევიზია და იმით ავრცელებთ ვითომ ჩანაწერს და თვითონ არ გეცინებათ? გამოძიების დაწყებას რაზე ითხოვთ ?” – ამბობს ირაკლი კობახიძე.

აღნიშნულის შემდეგ, ირაკლი კობახიძე, კაპანაძეს, ბობოხიძესა და რუსთავი 2-ს “სპექტაკლის დადგმაში” ადანაშაულებს და კიდევ ერთხელ დასძენს, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერი, ნამდვილი არ არის.

“თქვენ თვითონ როგორ არ გეცინებათ თქვენივე ტელევიზიის დადგმულ სპექტაკლზე. ეს არის უსუსრი რუსთავი 2-სა და უნიათო “ნაცმოძრაობის” ხელწერა. სალომე ზურაბიშვილს აბრალებენ ღალატს, როდესაც ამ ხალხმა მოაწერა რეზოლუციას ხელი, სადაც წერია, რომ რუსეთი გადმოვიდა კონტრშეტევაზე. ესენი არიან, არამხოლოდ უტიფრები, არამედ მოღალატეებიც. კიდევ ერთხელ დაგამთავრებთ 28 ოქტომბერს,” – მიმართავს კობახიძე ოპოზიციას.

ინტერვიუ, რომელსაც ბიუროს სხდომაზე ახსენებენ, გუშინ 30 სექტემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა. “ომეგა ჯგუფის” მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომ 4 მილიონის გადახდა მას პირადად ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მოსთხოვა.

ზაზა ოქუაშვილმა ასევე ისაუბრა სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე, რომელიც მისი თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა. “ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა”, – ამბობს ოქუაშვილი.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოჯახი რომელსაც 11 შვილი ყავს ! ღმერთო გთხოვ ამრავლე ასეთი
Next post ქუთაისში მომხდარ მკვლელობას წინ პოლიტიკურ თემაზე დაწყებული კამათი უძღვოდა