,,ქართული ოცნების“ სენაკის მერობის კანდიდატი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

Read Time:31 Second

დღეს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელთან გია ადამიასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის
კანდიდატებთან ერთად შევხვდი.
ჩემთვის განსაკუთრებულ პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებს ყველა ის
ადამიანი, ვინც ექიმის და პედაგოგის პროფესიები აირჩია.
ჩვენს მედიკოსებს და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებს ჩემი სამომავლო
გეგმები გავაცანი და მადლობა გადავუხადე დაუღალავი მუშაობისთვის, რომელსაც
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა
და სიცოცხლის გადასარჩენად.
შეხვედრაზე ასევე გულახდილად ვისაუბრეთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში
მოსვლის დღიდან დღემდე საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის
სფეროებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც გათვლილი
იყო სკოლის, მოსწავლის, საბავშვო ბაღის, აღსაზრდელისა და პედაგოგის
საჭიროებებზე.
დიდი მადლობა მათ გულთბილი და საინტერესო შეხვედრისთვის. ჩვენ ერთად
არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: სექტემბერ-ოქტომბერში თუ მინიმუმ 800 ათას და მაქსიმუმ 1 მლნ. აცრას გავაკეთებთ, ქვეყანაში ეპიდემიას სერიოზულად შევაკავებთ
Next post იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ რეგიონებში სამინისტროს განვითარების 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დაიწყო