სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა

Read Time:41 Second

ჯანდაცვის სამინისტრომ სპორტული დარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. უწყების მიერ დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში შესვლამდე პერსონალი და მომხმარებელი თერმოსკრინინგს გაივლის. ამასთან ერთად, აუცილებელია ტრენაჟორებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და იკრძალება საერთო სარგებლობის საშხაპეების გამოყენება, თუ საშხაპე კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა.

ასევე, საერთო სარგებლობის სივრცეებში, გარდა სავარჯიშო სივრცეებისა, სავალდებულოა ნიღბების ტარება. რეკომენდებულია დახურული სივრცეების ბუნებრივი ვენტილაცია. თითოეული ვიზიტორისთვის უნდა იყოს განკუთვნილი კარადა, ერთის გამოტოვებით. იკრძალება ბართან საკვებისა და სასმელის მიღება.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშს, როგორიცაა იოგა, პილატესი და ა.შ, დარბაზში აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო ვარჯიშზე ერთდროულად 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება. რაც შეეხება ტრენაჟორების დარბაზს, ყოველ 6 კვ.მ. ფართობზე ერთი ადამიანის დაშვებაა ნებადართული.

რეკომენდაციებში ასევე დეტალურადაა გაწერილი სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბების პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით აღჭურვის წესი, ამ ობიექტების დალაგების წესი და ა.შ.

რეკომენდაციები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა
Next post რატი იონათამიშვილი – მოსახლეობის უსაფრთხოებაზე საუბრისას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ვირუსის მხარეს ირჩევს