აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა

Read Time:26 Second

აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. როგორც ტელეკომპანია „ენბისი“ იუწყება, ბოლო დღე-ღამეში აშშ-ში კორონავირუსის 46 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში ტეხასსა და კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ორივე შტატში ბოლო 24 საათში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის ათი ათას შემთხვევაზე მეტი. ტეხასში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა გაორმაგდა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 24 შტატში შეზღუდვების მოხსნის პროცესი შეჩერდა.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია სულ 131 ათასზე მეტი ინფიცირებული.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის
Next post სპორტდარბაზებისა და ფიტნეს კლუბებისთვის რეკომენდაციები დამტკიცდა