სიახლე-Soplidan.ge – სოფლის პროდუქტების ონლაინ მაღაზია

Read Time:2 Minute, 9 Second

Soplidan.ge ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ქართული სოფლის პროდუქტების შეძენასა და მიტანის სერვისს სთავაზობს. კომპანია, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, ცდილობს სოფლის პროდუქტები ქალაქის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. მისი თანადამფუძნებელი ნათია ნინიკელაშვილი კომპანიის საქმიანობასა და ბიზნესში არსებულ სირთულეებზე საუბრობს:

Soplidan.ge-ის შექმნის მოტივი & მისია

“ახალგაზრდა მშობლებისთვის ჯანსაღი პროდუქტის შეძენის საკითხი ყოველთვის უფრო სენსიტიურია. როცა ვცდილობდი, ჩემი შვილისთვის ნამდვილი პროდუქტი შემეძინა, გამუდმებით მიწევდა სოფლებსა და ბაზარში სიარული. ეს არც ისე მარტივი და მოსახერხებელი პროცესია. დღესდღეობით მრავალი სახის ონლაინ მაღაზია არსებობს, თუმცა ჩვენს წამოწყებამდე არ

არსებობდა ჯანსაღი საკვების მიწოდების სერვისი. იდეაც სწორედ აქედან დაიბადა. Soplidan.ge მიზნად ისახავს, მომხმარებელი ონლაინ პლატფორმის საშუალებით სოფელში მცხოვრებ ფერმერებთან დააკავშიროს. საამისოდ, სხვადასხვა კუთხეში მოვიძიეთ მომწოდებლები და ნამდვილ პროდუქტებს ერთ ვებ-გვერდზე მოვუყარეთ თავი. ფერმერები მათ ყოველდღიურად გვაწვდიან. მოთხოვნა საკმაოდ მალე გაიზარდა და ეტაპობრივად მომწოდებლების რაოდენობაც გავზარდეთ. დღეისათვის უკვე საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს. შეკვეთის მომხმარებლამდე მიტანას კი მხოლოდ ერთი დღე სჭირდება.“

mshoblebi

დღეისათვის მიღწეული წარმატებები – რითი ვამაყობთ

“დღეს ვემსახურებით ათასობით ოჯახს

და 200-ზე მეტ პროდუქტს ვთავაზობთ. დროთა განმავლობაში საიტიც ბევრად მარტივი და მოსახერხებელი გახდა. დღესდღეობით შეფუთვაც ბრენდის შესაბამისი გვაქვს. ვიყენებთ ბიოდეგრადირებად პარკებს, რომლებიც არაა საშიში ბუნებისთვის და ეს სრულიად ერწყმის ჩვენს ბიზნეს-მოდელს. მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაციის მეშვეობით ვცდილობთ გამოვასწოროთ ხარვეზები და მომსახურება მეტად მოვარგოთ მათ საჭიროებებს. კლიენტების უმრავლესობა კმაყოფილებას გამოხატავს და კომპანიის მიმართ ლოიალურობას ამჟღავნებს, რაც სიამაყით გვავსებს.
უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა ქართველმა ფერმერმა Soplidan.ge-ის მეშვეობით აღმოაჩინა ისეთი დიდი შესაძლებლობა რეალიზაციაში, რასაც ქვია ინტერნეტ გაყიდვები, მიიღო ეს გამოწვევა და დღეს ყიდის ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტს ონლაინ ბაზარზე.”

mshoblebi

 

მთავარი სირთულეები და წინაღობები საქმიანობაში

Soplidan.ge-ს მთავარ გამოწვევად დღემდე რჩება მომხმარებლის ქცევის შეცვლა –ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია სოფლის პროდუქტების შეძენა ონ-ლაინ, დისტანციურად და ხელის შეუვლებლად. დღემდე მუდმივი და ინტენსიური კომუნიკაცია გვიწევს პოტენციურ მომხმარებელთან, იმისთვის, რომ გაუადვილდეს მას გადაწყვეტილების მიღება და შეკვეთის ერთხელ მაინც განთავსება. აღსანიშნავია, რომ ვინც ერთხელ მაინც ითანამშრომლა ჩვენთან და შეუკვეთა, უმეტესობა ჩვენი მუდმივი მომხმარებელი გახდა, რადგან ნამდვილი პროდუქტის შეძენა ონ-ლაინ, მეორე დღეს მისი მიღება სახლიდან გაუსვლელად, უამრავი ოჯახისთვის კომფორტულია, იმ რეალობაში, როდესაც ჩვენი დროის რესურსი ასე შეზღუდულია.”

სამომავლო ხედვა & გეგმები

„ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად დავხვეწოთ სერვისი და მომხმარებელს პროდუქციის მაქსიმალურად ფართო არჩევანი შევთავაზოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა ფოკუსირებულია პროდუქტის ხარისხზე, დროულ მიწოდებასა და მომხმარებლისთვისთვის კომფორტის შექმნაზე და რომლის განხორციელებაც, ვაცნობიერებთ, რომ იაფი ვერ იქნება, მუდმივად ვმუშაობთ, რომ ჩვენი სერვისი მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მაგალითად, ახლახანს რამდენიმე ფერმერთან ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რამაც ხილ-ბოსტნეულზე ფასების შემცირების საშუალება მოგვცა. ასეთი მომენტები ძალიან გვახარებს და დიდი იმედი გვაქვს, ტენდენციის გაგრძელებას მოვახერხებთ. გვსურს აპლიკაციის გაკეთება და საიტის განვითარება. ასევე, განვიხილავთ საკუთარი მეურნეობის შექმნასაც, რაც საშუალებას მოგვცემს თამამად ვისაუბროთ ჩვენი პროდუქტების წარმომავლობაზე, მოყვანისა და მოწოდების გზებზე“

mshoblebi.ge

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 27 წლის ქალი და 24 წლის კაცი შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალების ვაჭრობისთვის დააკავა
Next post დღეს ენრიკე იგლესიასის დაბადების დღეა