სახელმწიფო დევნილ ოჯახებს იპოთეკური სესხის დაფარვაში დაეხმარება

Read Time:30 Second

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2018 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი, ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ საკუთრებას,- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.

„იპოთეკური სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, დევნილთა და განსახლების სამინისტრო სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს. განცხადების მიღება 10 იანვარს დაიწყო და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.ამიტომ სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს დევნილებს, გააქტიურდნენ და შეავსონ განაცხადები. პროექტი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება“,- განაცხადა რეხვიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოდელმა, წარუმატებელი ოპერაციის გამო, ცხვირი “დაკარგა”
Next post Westworld-ის ახალი სეზონის ტრეილერი გამოვიდა