სამეფო კერძი: ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგული და ციცქა-ცოლიკოური

Read Time:59 Second

გთავაზობთ სამეფო კერძს, ფენოვან ცომში გამომცხვარ ორაგულს, რომელიც თევზის მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ. ვფიქრობთ, ამ კერძს ყველაზე კარგად იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოური შეეხამება.

ინგრედიენტები:

  •     ორაგულის ფილე – 750 გ;
  •     სატაცური – 500 გ;
  •     მარილი და პილპილი;
  •     არაჟანი – 60 გ;
  •     კამა – დაჭრილი, 2-3 ს/კ;
  •     1 ლიმონის ცედრა;
  •     მზა ფენოვანი ცომი – 450 გ (2 ფირფიტა);
  •     კვერცხი – 1 ცალი.

მომზადების წესები

გაასუფთავეთ ორაგულის ფილე ფხებისგან. გაახურეთ ღუმელი 230 გრადუსზე. მოაჭერით სატაცურს კიდეები. მოათავსეთ ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. რამენიმე წამში გადაუღვარეთ წყალი.

გააკეთეთ სატაცურისგან პიურე, შეურიეთ არაჟანი, დაჭრილი კამა და ლიმონის ცედრა. შეანელეთ მარილითა და პილპილით და გააჩერეთ.
მოათავსეთ ფენოვანი ცომის 1 ფირფიტა ლითონის სველ ფირფიტაზე. მოათავსეთ მასზე ორაგულის ნაჭერი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. ორაგულის ზემოდან გაანაწილეთ სატაცურის პიურე. დაალაგეთ სატაცურის უმი ღერებიც, როგორც ფანქრები

წაუსვით კვერცხი სპეციალური ფუნჯით და დააფინეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეუწებეთ კიდეები და გაულამაზეთ ჩანგლის კბილებით. ზემოდან ცომს რამდენიმეგან ჩაარჭვეთ ჩანგალი, რათა ორთქლი გარეთ გამოვიდეს. წაუსვით ცომსაც კვერცხი და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება

გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და გააცივეთ დაჭრამდე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. კერძი ცივიც გემრიელია.

ღვინის შეხამება

ფენოვან ცომში გამომცხვარი ორაგულს ცნობილი იმერული კუპაჟური ღვინო, ციცქა-ცოლიკოურიყველაზე კარგად შეეხამება.

ტექსტში გამოყენებულია რეცეპტი პორტალიდან: gemrielia.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორ მზადდება მეგრული ცხარე კუჭმაჭი და საუკეთესო ღვინო, რომელიც მას უნდა შეუხამოთ
Next post კვირიკაშვილმა სამეგრელოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა