სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ქალი პრეზიდენტი ქართველი ქალებისთვის კარგი მაგალითია

Read Time:37 Second

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქალი პრეზიდენტი არათუ პრობლემაა, არამედ კარგი მაგალითია ქართველი ქალებისთვის.

BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ არასწორია წარმოდგენა თითქოს საქართველო ძლიერ კაცთან ასოცირდება და ისტორიაში ძლიერი ქალები არ იყვნენ. ამის არგუმენტად მან განაცხადა, რომ ქვეყანაში ქრისტიანობა ქალმა გაავრცელა და საუკეთესო პერიოდში მას ქალი მართავდა.

“მე მგონია, რომ ეს ძლიერი ნიშანია როგორც გარესამყაროსთვის, ასევე ქართველი ქალებისთვის. ჩემი აზრით, საინტერესო შედეგს მივიღებ იმ სოლიდარობით, რომელიც ქვეყნის ლიდერ ქალებს შორისაა”, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში სულ 10 ქალი პრეზიდენტია და მათგან ერთი საქართველოშია და ეს ბევრს ნიშნავს. ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად შეზღუდული უფლებებისა საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის საკითხში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მთავრობის მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს თითქმის 400 000 ხმით მოუგო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება
Next post მამუკა ბახტაძე – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყანაში შედგა, სალომე ზურაბიშვილმა თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა