ილია მეორე – არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი ახალგაზრდობისათვის, და სხვას კი არ შესტკივა, მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას

Read Time:49 Second

ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი იქნება მიღებული, არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთმამიგვატოვა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკეთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, „ნარკოტიკები ძალიან საშიშია“. „ადამიანის ცხოვრება სავსეა განსაცდელით. ჩვენ ვხვდებით განსაცდელს რწმენით, მოთმინებით და იმედია, რომ ის განსაცდელი უფრო ადვილად განქარდება. განსაცდელი ალბათ საჭიროა ადამიანისთვის, ალბათ, უფლის განგებით უფრო მტკიცდება ადამიანი, მყარდება ადამიანი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი მთავრდება სიხარულით. განსაცდელი მძიმე გადასატანია, მაგრამ სიხარულით მთავრდება. აი, ამ ბოლო დროს მღელვარება შემოვიდა ჩვენს ხალხში, რომ ნარკოტიკები, მარიხუანა, კანაფი და სხვა ნარკოტიკები შემოვა, იქნება მიღებული. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რომ ღმერთმა მიგვატოვა ჩვენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ისეც, რომ ჩვენ შეგვტკივა გული ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ხალხისათვის, ჩვენი ახალგაზრდობისათვის და სხვას კი არ შესტკივა. მე მინდა ვთქვა, რომ არანაკლებად შესტკივა გული სამშობლოსათვის ჩვენს ხელისუფლებას. ხელისუფლება პასუხისმგებელია და ამიტომ მათზე დაკისრებულია ეს პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს ნარკოტიკები ძალიან საშიშია“, – განაცხადა კათოლიკოს პატრიაქმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება
Next post 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს