რატი იონათამიშვილი: „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს მაღალი სანდოობა აქვს არა მხოლოდ ამომრჩევლის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან

Read Time:1 Minute, 4 Second

სამართალწარმოებაში მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ კონკრეტული აღსრულების მექანიზმები არსებობდეს და მტკიცებულების სტანდარტი მაღალი იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კოდექსის მიხედვით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება.

„რაღაც ნაწილს კი სჭირდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა, რადგან ეს არის ფუნდამენტური უფლება. აქედან გამომდინარე, ეს საკანონმდებლო ინიციატივა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი პარტნიორის – აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის კომენტარები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ჩატარებულ ყველა არჩევნებს აქვს მაღალი სანდოობა არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლების მხრიდან, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვხედავდით „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორი აგრესიული და სიძულვილის ენით განმსჭვალული საარჩევნო კამპანია ჰქონდა. ეს არის მათი ორგანული ნაწილი და სხვაგვარად არ შეუძლიათ. რაც შეეხება რეაგირებას, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროს, თუკი სადმე იყო შეხლა-შემოხლა (თუმცა ეს იყო მინიმალური შემთხვევები), სამართალდამცავებს ყოველთვის ჰქონდათ პროპორციული და სამართლიანი რეაგირება. დღეს ის ,,ნაცმოძრაობა” გვესაუბრება, რომელმაც 2012 წლის არჩევნებზე სპეცრაზმი გამოიყვანა ხმების გასაყალბებლად. მათ მიმართ მოსახლეობის პროტესტი იმდენად დიდი იყო და უკვე იმდენად ხელმოცარულები იყვნენ, რომ ფარულობის დარღვევის, ძალადობის და დაშინების მიუხედავად, ვერ შეძლეს ზეგავლენის მოხდება საარჩევნო პროცესზე და სწორედ ამიტომ გამოიყვანეს სპეცრაზმი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება
Next post სუს-ი – თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია